20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
"განსხვავებული აქცენტები" ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლებს ეთერს არ დაუთმობს - ეკა კვესიტაძე

რუსთავი2-ის გადაცემა განსხვავებული აქცენტები  ე.წ. ქართული მარშის წარმომადგენლებს ეთერს არ დაუთმობს.  

ეს განცხადება განსხვავებული აქცენტების წამყვანმა, ეკა კვესიტაძემ, გააკეთა.

„ჩემი გადაწყვეტილებით, პირადად ამ არხზე ქართული მარშის წარმომადგენლები, რომლებიც ახდენენ სიძულვილის ტირაჟირებას, ვერასდროს ჩაერთვებიან პირდაპირ ეთერში," - განაცხადა ეკა კვესიტაძემ. 

ჟურნალისტის თქმით, სიძულვილის ენის ტირაჟირება მისი გადაცემიდან არ მოხდება.

 

დღის ამბები