20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ტრაბახა ადამიანი, არ იცის რას ნიშნავს, იყო პრეზიდენტი - მამა-შვილი ბუშები დონალდ ტრამპის შესახებ ახალ წიგნში საუბრობენ 

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უფროსი დონალდ ტრამპს ტრაბახა ადამიანად მიიჩნევს. ქვეყნის ყოფილი რესპუბლიკელი ლიდერი ადასტურებს, რომ 2016 წლის არჩევნებში ხმა დემოკრატ კანდიდატს ჰილარი კლინტონს მისცა. ჯორჯ ბუში უმცროსი კი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპმა არ იცის, რას ნიშნავს, იყო პრეზიდენტი. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი რესპუბლიკელია, ჯორჯ ბუში უმცროსი წუხს, რომ ის უკანასკნელი რესპუბლიკელი პრეზიდენტი იქნება. ამის შესახებ მამა-შვილი ბუშები ახალ წიგნში საუბრობენ, რომლის ამონარიდებიც ამერიკულ მედიაში გამოქვეყნდა.

დღის ამბები