26 აპრილი 2024,   16:12
ვრცლად
საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში ხანძარია

საგარეჯოს რაიონის სოფელ რუსიანში ხანძარია. ცეცხლი გომბორის მთის ფერდობის ერთ ნაწილს გაუჩნდა.

გამგებლის მოადგილის, პაატა ასრათაშვილის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები და მეტყევეები.

მისივე თქმით, წინასწარი ცეცხლი ხმელი ბალახს გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა სახელდება.

შეგახსენებთ, რომ დღეს კახეთში კიდევ 2 ხანძარი იყო.

დღის ამბები