ათ პოლიტიკურ პარტიას თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინდელ პროცესზე ჩასწორებულ სარჩელზე უარი უთხრა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ითხოვდნენ, ცესკო-ს დეტალურად განეხილა 63 საჩივარი და საოლქო კომისიების მიერ მიღებული ოქმები ბათილად ეცნო. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა თქმით, საჩივრები შეეხებოდა იმ დარღვევებს, რომელიც სხვადასხვა უბნებზე ფიქსირდებოდა. საუბარია ძირითადად ე.წ. კარუსელებზე. პოლიტიკური პარტიები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას ხვალ გეგმავენ.
საჭიროების შემთხვევაში დავას სტრასბურგშიც გააგრძელებენ. სარჩელის ნაწილის დაკმაყოფილებაზე საქალაქო სასამართლომ უარი გუშინვე თქვა.
„მიმაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და თბილისის საქალაქო სასამართლოს გარკვეული მოსამართლეები და თვითონ სასამართლო ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ოპოზიციური პატიების სარჩელები არ კმაყოფილდება,“ - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" იურისტი ბექა ონიანი.