20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი სკანდალი - მაღალჩინოსნების კავშირები პუტინის გარემოცვასთან

ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანს ბიზნეს კავშირები ვლადიმერ პუტინის იმ გარემოცვასთან აქვს, რომლსაც ამერიკული სანქციები ეხება. ამის შესახებ ოფშორული დოკუმენტების გავრცელების შედეგად გახდა ცნობილი.

ევროპელი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტების მიხედვით, რომელსაც “სამოთხის დოსიე” უკვე უწოდეს, შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრს, უილბურ როსს ბიზნეს ინტერესი აქვს ოფშორში რეგისტრირებულ კომპანია “ნავიგატორ-ჰოლდინგში“.

კომპანია კონტრაქტით არის დაკავშირებული რუსულ ენერგეტიკულ კომპანია “სიბურთან”, რომლის ერთ-ერთი აქციონერი პუტინის სიძეა.

ამერიკის ვაჭრობის დეპარტამენტში ინფორმაციას არ უარყოფენ.

დღის ამბები