20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
ოპოზიცია შს მინისტრის პარლამენტში მისვლას და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს 

შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში მისვლას დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს „ნაციონალური მოძრაობა“. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი მღებრიშვილის დაბარების საკითხს ოპოზიცია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც პარტიის წევრები შს მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში მისვლას ითხოვენ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების საქმეა.

„სამწუხაროდ, მღებრიშვილი ემალება საზოგადოებას და პარლამენტს. რეალურად, ის უნდა გადამდგარიყო კიდეც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ როგორც ბიძინას მორიგი შემსრულებელი, ის ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებას“ სჭირდება,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ დღეს, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.

გარდა ამისა, პარტიის წევრები ყურადღების გამახვილებას დევნილთა დახმარების გაზრდასა და მეწარმეებისთვის გადასახადების შემცირებაზეც გეგმავენ.

„საგამოძიებო კომისიის შექმნა აქტუალურია, რადგან 5 თვე გავიდა და ამ მიმართულებით არაფერი არ არის. გარდა ამისა, დევნილების დახმარების გაზრდა, ასეთი ინიციატივაც გვაქვს და არის ეკონომიკური საკითხებიც, რომელიც ეხება გადასახადების შემცირებას,“ - აცხადებს სერგო რატიანი.

დღის ამბები