თბილისის ვიცე მერს ხვდებიან დღეს ვარკეთილის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის მცხოვრებლები. იმ შემთხვევაში თუ მერიისგან პასუხი დამაკმაყოფილებელი არ იქნება, მოსალხოება აქციებს აანონსებს. ისინი რამდენიმე დღეა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, კიდევ ერთი მაღალსართულიანი შენობის აშენების შედეგად დაინგრევა სკვერის ნახევარი და ერთ-ერთი ადგილობრივი მოსახლის ავტოფარეხი.
გუშინ მოსახლეობამ ადგილზე მისულ მუშებს სამუშაოების გაგრძელების უფლება არ მისცეს და მიწის მესაკუთრეს დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, მხარეებმა ერთ დღიანი ტაიმ-აუტი აიღეს. ისინი მერიაში დღეს დაგეგმილი შეხევდრის შედეგებს ელოდებიან.