სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუალედური ანგარიში პარტიების დაფინანსების შესახებ, დღეს გახდება ცნობილი. უწყებაში უკვე გამოკითხეს “ქართული ოცნებისა” და „ევროპული საქართველოს“ შემომწირველები, თუმცა პროცესი ჯერ ისევ გრძელდება.
დღეს ასევე დაგეგმილი არასამთავრობოებთან აუდიტის ხელმძღვანელის შეხვედრა სამუშაო ჯგუფის ფორმატში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, კვლავ რჩება დისბალანსი შემოწირულობების თვალსაზრისით.
„ტენდენცია ბუნებრივია, ბოლო პერიოდში ვერ შეიცვლებოდა. ტენდენცია არის შენარჩუნებული, თუმცა დაველოდოთ ანგარიშს. გამოკითხვა მიმდინარეობს ჩვეულებრივ რეჟიმში. ყველა საეჭვო საკითხი ჩვენ კონტროლზე გვყავს აყვანილი. ამ მომენტში იკითხებიან „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები. ტენდენცია არის იგივე,“ - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მუფროსმა ამის შესახებ კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა, ის ამ წუთებში აუიდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სემინარს ესწრება. ღონისძიებაში 30-მდე ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციის 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.