მოსამართლე ვალერი ცერცვაძეს დღეს სამოსამართლეო საქმიანობა შეუწყდება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ საქმიანობის 10 წლიანი ვადა ამოწურა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ 5 თვის წინ ნებაყოფლობით დატოვა თანამდებობა და ის მიხეილ ჩინჩალაძემ ჩაანაცვლა.
ვალერი ცერცვაძის გადადგომა ერთ-ერთ ხმაურიან ბიზნეს დავას უკავშირდებოდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრების კონკრეტულ ინიციატივებსაც განიხილავენ.
როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, საბჭოს ხელთ არსებული ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს.