20 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
"მაგთი" ინტერნეტ ქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერ შეტევა

„მაგთი“ სერვერებზე განხორციელებულ კიბერ შეტევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, ორი კვირის განმავლობაში ინტერნეტქსელის სხვადასხვა სეგმენტზე ხორციელდება კიბერ შეტევა.

„ორი კვირის განმავლობაში, "მაგთიკომის" ინტერნეტ ქსელის სხვადასხვა სეგმენტზე უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება კიბერ შეტევა. აბონენტების ნაწილს შეეზღუდა ინტერნეტის გარკვეულ რესურსებთან წვდომა და ამავდროულად, გადაიტვირთა ცხელი ხაზი. კომპანია მუდმივად მიმართავს ყველა ზომას, რათა მაქსიმალურად აღკვეთოს კიბერ შეტევები. ამ მომენტისთვის "მაგთიკომისგან" დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებები აღმოფხვრილია და აბონენტებს სრულად მიეწოდება ინტერნეტ სერვისი. რამდენადაც კიბერ შეტევები მხოლოდ "მაგთიკომის" ქსელზე განხორციელდა, არსებობს ეჭვი, რომ საქმე გვაქვს განზრახ ზიანის მიყენების და იმიჯის შელახვის მცდელობასთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები