საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა Twitter-ის ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა.
„ჩვენი ფიქრებით ახალა ტეხასში დაღუპულ და დაჭრილ ადამიანებთან ვართ. სოლიდარობის ნიშნად, ჩვენ ამერიკელ ხალხთან ერთად ვდგავართ,“ - წერს გიორგი მარგველაშვილი.
სროლას ტეხასის შტატში სულ მცირე 26 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქ საზერლანდ სპრინგში შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივ ეკლესიაში საკვირაო მესის დროს შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.
დაღუპულთა შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც არიან. 20-მდე დაშავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
Our thoughts are w/the victims & all those affected by mass shooting in Texas. We stand with US government and American people in solidarity
— President Of Georgia (@MargvelashviliG) November 6, 2017