20 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე - ბაჩო ახალაია

Facebook-ის გვერდის საშუალებით საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დაპატიმრების 5 წლისთავს ეხმაურება.  

„ბრძოლა უნდა გაგრძელდეს გამარჯვებამდე!“ - წერს ბაჩო ახალაია.

„ასეთი იყო ყოველთვის ჩემი შინაგანი განწყობა, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, რაც ციხეში გავატარე, როგორც რუსული ჰიბრიდული ომის ტყვემ, სხვა თანამებრძოლებთან ერთად.

დიახ, ჩვენ რუსული ჰიბრიდული ომის ტყვეები ვართ. ომის, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო 2012 წლის არჩევნები - საქართველოს მარცხი რუსეთთან.

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიის და არჩევნების ილუზიები მხოლოდ და მხოლოდ ჰიბრიდული ომის ძლიერ და ცინიკურ კომპონენტებად იქცა, საბოლოო გამარჯვება საქართველოს მხარეს იქნება,“ - წერს ახალაია.

დღის ამბები