18 ნოემბერი 2024,   09:47
ვრცლად
სუს-ის უფროსის მოადგილის წლიური ანაზღაურება ვახტანგ გომელაურის, პრეზიდენტის და პრემიერის ხელფასს აღემატება

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკები ძალოვან უწყებებში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი და სუს-ის  უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილია. ირკვევა, რომ ერთ წელიწადში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა დანამატი 41-ჯერ მიიღო, რომელმაც  ჯამში 145 291 შეადგინა.

36-ჯერ აიღო სახელმწიფო დანამატი სუს-ის უფროსის მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა. მის მიერ ჯამში აღებულმა თანხამ 142 609 ლარი შეადგინა. სუს-ის მაღალჩინოსანი არაერთი გახმაურებული და სკანდალური საქმის ფიგურანტია. მათშორის არის ე.წ. ციანიდის საქმეც.

პატიმრობაში მყოფმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, ციხიდან ინტერვიუს დროს „კურიერს“ უთხრა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე იაკობთან მთავარი მომლაპარაკებელი სწორედ სუს-ის უფროსის მოადგილე იყო.

იოსებ გოგაშვილი მიღებული შემოსავლით საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ჩინოვნიკია. მისი წლიური ანაზღაურება თითქმის 60 ათასი ლარით აღემატება მისი ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ასევე, პრეზიდენტის და პრემიერის ხელფასს.

დანამატების გამოწერის და მაღალი ანაზღაურების მიმღებებს შორის არის კახეთის საოლქო პროკურორიც. ერთ წელიწადში ვაჟა ფანოზიშვილს დანამატი 23-ჯერ გამოუწერეს და ჯამში 101 240 ლარი აიღო, რაც, საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, ყველა მინისტრისა და პარლამენტის წევრების ანაზღაურებასაც აღემატება. 

დღის ამბები