20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტი - აღმასრულებელი ხელისუფლება ბიზნეს სექტორს ხვდება 

დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონპროექტს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები მსხვილ ბიზნესმენებს წარუდგენენ. ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტთან ერთად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს ხვდებიან.

სამუშაო შეხვედრაზე კანონპროექტის ავტორები კანონპროექტის დეტალებზე გაამახვილებენ ყურადღებას.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა მომავალი წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მასში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. თუმცა, წლის ბოლომდე ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

კანონპროექტს მიესალმებიან ბიზნეს სექტორში.

„ეს ქმნის საფუძველს, რომ ქვეყანაში შეიქმნას გრძელი ფული, შეიქმნას უკვე სერიოზული ინვესტიციები იმ ტექნოლოგიებში, რომელიც განავითარებს ამ ქვეყანას. ვერაფრით ვერ შეაფერხებს ვერც ხელფასის ზრდას და ვერც წნეხი ვერ გახდება, იმიტომ, რომ საგადასახადო ტვირთი საქართველოში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი,“ - განაცხადა სექტორული და რეგიონული კომპანიების განვითარების დირექტორმა მირიან გოგიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები