20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების - სააკაშვილი გიორგი ონიანის დაკავებაზე

„ეს იმდენად სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების,“ - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატ გიორგი ონიანის დაკავებას.

გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა.

გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას კიევში გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილი ყურადღებას ამახვილებს ონიანის პროფესიულ საქმიანობაზე და მის დაკავებას „ავადმყოფურ საქციელს“ უწოდებს.

„დღეს მე აღშფოთებული ვარ, რომ გოგა ონიანი ჩასვეს. ეს იმდენად სულმდაბალი, ავადმყოფური საქციელია, ძალიან ბოღმიანი და პატარა მასშტაბის ადამიანების. გოგას კრიმინალად გამოცხადება, მართლა ძალიან მაგარი ადვოკატია და ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა. მე ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი რაღაც მოხდებოდა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გიორგი ონიანს პროკურატურა რამდენიმე დანაშაულს ედავება - მათ შორისაა, უკანონო დაკავება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და მტკიცებულებათა ფალსიფიკაცია.

დღის ამბები