20 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
ვიზიტის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილზე არ გვისაუბრია - უკრაინის ვიცე პრემიერი

დღეს საქართველოში ოფიცოალური ვიზიტით მყოფმა უკრაინის ვიცე პრემიერმა, პავლო როზენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თემაზე ქართულ მხარესთან არ უსაუბრია.

„ვიზიტის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილზე არ გვისაუბრია, არც მის პრობლემებსა და საქართველოში ექსტრადიციაზე. ამ საკითხზე საუბარი ჩემი კომპეტენცია არ არის. მე საერთოდ სხვა საქმეზე ვარ ჩამოსული საქართველოში. მე ვარ ვიცე პრემიერი, რომელიც დაკავებულია ჰუმანიტარული, სოციალური და კულტურული საკითხებით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ მაინტერესებს და თუკი გაკეთდება კომენტარი, აუცილებლად იმ ადამიანების მხრიდან, ვის კომპეტენციაშიც ეს საკითხი შედის,“ - განაცხადა პავლო როზენკომ.

დღის ამბები