მეხუთე მოწვევის საკრებულო გიორგი ალიბეგაშვილის თავმჯდომარეობით, ბოლო სხდომას გამართავს. ამის შემდეგ, ახალი მოწვევის საკრებულო ცესკოს შემაჯამებელ ოქმს დაელოდება და განახლებული შემადგენლობა მუშაობას ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყებს.
საკრებულოს სამწლიან მუშაობას დეპუტატები აფასებენ. "ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მეხუთე მოწვევის საკრებულოს მიერ შესრულებულ პროექტებს იხსენებს და მის მუშაობას დადებითად აფასებს.
„არა ერთი პროექტი მინდა გავიხსენო, როგორც ინფრასტრუქტურული და ხაზს გავუსვამდი, კრწანისი-შინდისის მიმართულებით განხორციელებულ გზის მშენებლობას, ბარათაშვილის მიმართულებით ესტაკადა, გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობა. ჩვენ ვცდილობდით ამ პერიოდის განმავლობაში ასევე, რომ ვყოფილიყავით საკმაოდ გახსნილი, გამჭვირვალე და კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენ ვაფასებთ მეხუთე მოწვევის საკრებულოს საქმიანობას დადებითად. პოლიტიკური დღის წესრიგი შეიძლება ყოფილა ჩვენი ოპონენტების მხრიდან, თუმცა უმრავლესობას არცერთ გადაწყვეტილებაზე, პოლიტიკური გადაწვეტილება არ მიუღია,“ - აცხადებს გიორგი ტყემალაძე.