ათდღიანი ვადა მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწყობად - ასეთი დავალება მიიღო თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელმა ახლადარჩეული მერისგან.
კახა კალაძემ ნაგავსაყრელად ქცეული მიწისქვეშა გადასასვლელები ზოოპარკისა და გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დაათვალიერა.
თბილისის მერმა პირობა დადო, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება.
თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევან ჯღარკავამ, მერის დავალების შესრულება მისი მიღებიდან 1 საათში დაიწყო.
თბილისში 23 მიწისქვეშა გადასასვლელი უკვე გასხვისებულია. მისი მფლობელები და მეიჯარეები ანტისანიტარიაზე და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე საუბრობენ.
თბილისში სულ 55 მიწისქვეშა გადასასვლელია. არსებული პრობლემის მოსაწესრიგებელი გეგმის შესამუშავებლად მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ვადა 17 ნოემბრამდე აქვს.