18 ნოემბერი 2024,   10:03
ვრცლად
პოლიტიკური სპექტრი გიორგი ონიანის დაკავებას "პოლიტიკურ ანგარიშსწორებად" აფასებს

გიორგი ონიანის დაკავებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ გიორგი ონიანი ის ოპოზიციონერია, რომლის მიმართაც პოლიტიკური ანგარიშსწორება განხორციელდა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქვეყანას ახალი პოლიტპატიმარი ჰყავს".

გიორგი ონიანის სასამართლო დარბაზში დაკავებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს ადვოკატთა ასოციაციაც.

სასამართლო გადაწყვეტილებაზე შეკითხვები აქვს სახალხო დამცველს.

ომბუდსმენის ოფისიდან განცხადება დღეს უჩა ნანუაშვილის მოადგილემ გააკეთა. სახალხო დამცველი ადვოკატ გიორგი ონიანის საქმეზე მოწმედაც დაკითხეს. მაშინ უჩა ნანუაშვილმა პროცესზე სკანდალური ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ ერთ-ერთ მოწმეს გიორგი ონიანის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლით მიაცემინეს.

გიორგი ონიანის დაკავებას სულმდაბლობა და ავადმყოფური საქციელი უწოდა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმაც.

რადიკალურად განსხვავებულია მმართველი გუნდის შეფასებები. ქართული ოცნება   სასამართლოს ობიექტურობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს ალტერნატივა არ ჰქონდა. 

გიორგი ონიანს დღეს მოსამართლემ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას პროკურატურა უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. ის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები