"ერთი საათი არწმუნებდა, დაგმე მიშა და შენ პრობლემები არ გექნებაო," - ასე განმარტა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმ,ა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მიდგომა.
„ფაქტია, რომ ივანიშვილი თვითონ ადამიანი არის, რომელიც ამაყოფს საკუთარი "მიღწევებით". მაგალითად, მოყოლილი აქვს, როგორ დაისვა თუ არ ვეცდები, დავით ბაქრაძე სტრასბურგში და ერთი საათი ველაპარაკებოდიო და ერთი საათი არწმუნებდა, დაგმე მიშა და შენ პრობლემები არ გექნებაო,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი „პოლიტიკური ველის ფრაგმენტაციას“ ცდილობს.
მისი თქმით, ქართულ ოცნებაში რომ გადასულიყო, ხელისუფლების სხვა წევრების მსგავსად პრემიებს აიღებდა.
„დღეს ჩვენი კითხვაა, არის თუ არა გოგა ონიანი პოლიტიკური პატიმარი? მართლა ეკა ბესელია უნდა იყო და ამას ვამბობ, როგორც ზედსართავი სახელი და არა, როგორც ადამიანის სახელი, რომ ამაში ეჭვი შეიტანო,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.