"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დღეს ანტიკორუფციულ სამსახურშია დაბარებული.
ხაბეიშვილი გამოძიებას დამატებით ინფორმაციას თბილისის მაჟორიტარების ბიუროებში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე მიაწვდის.
საუბარია დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმებაზე.
პარტიაში განმარტავენ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა ხდება. თბილისში სულ 25 ბიურო არსებობს და თითოეული მათგანზე ყოველთვიურად 5 ათასი ლარი გამოიყოფა.
„ყველამ კარგად იცის, რომ ამ ყველაფერს დეპუტატები იყენებდნენ ოჯახის წევრების დასაქმებისთვის და საკუთარი ფუფუნებისთვის. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ზედაპირზე დევს. დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მეუღლე, შვილი და სხვა ნათესავები ჰყავდათ დასაქმებული ნაცვლად იმისა, რომ რეალური ადამიანები მუშაობდნენ იქ,“-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.