ცესკო-მ მეორე ტურებისთვის ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო. პროცესს ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები აკვირდებიან.
მერის პოზიციაზე კენჭისყრა ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში - ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში კვირას გაიმართება.
12 ნოემბერსვე შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას 58 უკვე არჩეული მერი, რაც შეეხება დედაქალაქის საკრებულოს, პირველი სხდომის თარიღად ცესკომ 14 ნოემბერი განსაზღვრა.