03 მაისი 2024,   13:15
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება

გიორგი მარგველაშვილი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა.

პრეზიდენტს პოლონელმა კოლეგამ ბელვედერის სასახლეში სადილზე უმასპინძლა. დღეს კი უკვე დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. გიორგი მარგველაშვილი ასევე შეხვდება პოლონეთის პრემიერ მინისტრსა და მაღალი თანამდებობის სხვა პირებს.

ხვალ კი პრეზიდენტი ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები