მთავრობის დღევანდელი სხდომა, პრემიერმა ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილეს მილოცვით გახსნა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები თბილისში, საგურამოსა და ყვარელში გაიმართება სათაურით „ილია - ჩვენი თანამედროვე.“
„ღონისძიებები გაიმართება სათაურით, „ილია - ჩვენი თანამედროვე“და ეს სიტყვები ნამდვილად ასახავს არსს და მასშტაბურობას ამ უდიდესი ეროვნული მოღვაწის. არ არსებობს ნებისმიერი, თუნდაც დღევანდელი ნებისმიერი ეროვნული პრობლემა, რომლის ამონახსნიც ვერ ამოიკითხებოდეს ილიას ნააზრევში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მთელს ერთან ერთად, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი, როგორზეც ილია ოცნებობდა,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.