20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
„ევროპარლამენტის განცხადება არის ძალიან დიდი მხარდაჭერა"- ვიქტორ დოლიძე

ევროპარლამენტის განცხადებას, სადაც აქცენტი საქართველოზე, უკრაინასა და მოლდოვაზე კეთდება, ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითებში სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა. ვიქტორ დოლიძის თქმით, მსგავსი ტიპის მხარდაჭერა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

ევროპარლამენტის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება უნდა მოხდეს.

„ევროპარლამენტის განცხადება არის ძალიან დიდი მხარდაჭერა იმ გრძელვადიანი, სექტორალური თანამშრომლობის განვითარების მიზნით, რომელიც შეეხება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორიც არს ინფრასტრუქტურა, განათლება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა,“- განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. 

დღის ამბები