20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში მუშაობას ხვალიდან დაიწყებს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში გიგი წერეთელი მუშაობას ხვალიდან დაიწყებს. კოპენჰაგენში გამგზავრებამდე მან საკუთარ გეგმებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. გიგი წერეთლის განცხადებით, ლიდერებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სამოქმედო სტრატეგიაზე დაიწყებს მუშაობას.

„მივემგზავრები კოპენჰაგენში, სადაც არის შტაბ-ბინა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, იმისათვის, რომ ადმინისტრაციასთან და სხვა ლიდერებთან ერთად ჩამოვაყალიბოთ მოქმედების გეგმა. ძალიან დიდი და მნიშვნელოვანია ის არეალი, რომელიც ეუთოს და მის საპარლამენტო ასამბლეას აქვს,“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

 

დღის ამბები