20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა

ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა. ორდღიან შეხვედრაზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები ივლისში დაგეგმილი სამიტთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს.

გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ხდება ნატო-ს სამეთაურო სტრუქტურის რეფორმირება, რომელმაც ევროპაში ალიანსის ძალების გადაადგილების გაუმჯობესება უნდა უზრუნველყოს.

შეხვედრაზე საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ, მათ შორის ჩრდილო კორეის პრობლემას. დღის ბოლოს შეხვედრას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინიც შეუერთდება.

 

დღის ამბები