20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
„მეორე ტური რომ ტარდება სხვადასხვა რაიონში საგანგაშო არაფერია"- კახა კალაძე

„მეორე ტური რომ ტარდება სხვადასხვა რაიონში, აქ საგანგაშო არაფერია, პირიქით, ეს არის დემოკრატიის პროცესების ნაწილი,“- ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ მარტვილის მერობის კანდიდატის, ალექსანდრე გრიგალავას მხარდამჭერი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. მან თანაგუნდელებს წარმატება უსურვა.

„ჩვენს თანაგუნდელებს მინდა წარმატება ვუსურვო, მათ აქვთ ძალიან დიდი რესურსი, რომ მეორე ტურში წარმატებას მიაღწიონ,“- განაცხადა კალაძემ.

"ქართული ოცნების" ლიდერები დასავლეთ საქართველოში არჩევნების მეორე ტურის წინ საარჩევნო ტურნეს მართავენ. კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე ქუთაისის შემდეგ სამეგრელოში ჩავიდნენ, საარჩევნო შეხვედრები ოზურგეთში დასრულდება.

ისინი ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში მერობის კანდიდატის, გიორგი ჭიღვარიას მხარდამჭერ შეხვედრასაც დაესწრნენ.  

 

დღის ამბები