20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
პარტიების დაფინანსების წესის ცვლილება - ოპოზიცია პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს

„ეს არის პირდაპირ პოლიტიკური კორუფცია, ეს არის პარტიების მოსყიდვა,“ - ეს შეფასება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარტიების დაფინანსების წესის ცვლილების შესახებ გააკეთა. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს პოლიტიკური კორუფციაა.

„საკმარისია ერთმა პარტიამ გაიყვანოს ერთი ადამიანი და შემდეგ უმრავლესობა ან რომელიღაც სხვა პარტია ასესხებს 5-ს, შეუქმნის ფრაქციას და ფაქტობრივად ხდება პარტიის პრივატიზაცია. უფრო მეტიც, შეიძლება რომელიმე პარტიამ ერთი საკუთარი ადამიანი გაასესხოს, მისცეს რომელიმე სხვა პარტიას, დაარქვას ამ პარტიის სახელი, შეუქმნას 5 კაციანი ფრაქცია და ასევე, ეს პარტია გახდეს ბიუჯეტიდან ფულის მიმღები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

განცხადება ინიციატივის შესახებ გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა სერგო რატიანმა.

„ქართულ ოცნებას" სურს დააფინანსოს უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური ჯგუფები და უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები. ეს არის ფაქტობრივად პოლიტიკური კორუფცია და პოლიტიკური პროტექციონიზმი. აღარ მთავრდება ის რაღაც ბიუროკრატიულ-პოლიტიკური ხარჯები, რომლითაც საქართველომ და ქართველმა ხალხმა უნდა კვებოს „ქართული ოცნება,“ - აღნიშნავს სერგო რატიანი.

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, პარტიების ნაწილმა, ხმებთან ერთად კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი და საბიუჯეტო დაფინანსებაც დაკარგა. კვალიფიციური სუბიექტების რაოდენობა შემცირდა. საბიუჯეტო დაფინანსებას, სავარაუდოდ, ვეღარ მიიღებენ „კონსერვატორები“, „რესპუბლიკური პარტია", „ეროვნული ფორუმი“ და „მრეწველები“. 

 

დღის ამბები