20 ნოემბერი 2024,   19:14
ვრცლად
"ეს არის მოტყუების მცდელობა"- "ახალი ძალების მოძრაობის" წევრები პოროშენკოს მიმართავენ

უკრაინის ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილის პარტია "ახალი ძალების მოძრაობა" კვირას დაგეგმილი მარშისთვის ემზადება. ახალი საარჩევნო კოდექსის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა.

პოროშენკომ მას ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ მომზადებული კანონპროექტის რეგისტრაციიდან მოხსნისა და ჩასწორებების შესატანად, სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ მოუწოდა. ამ კანონის მიღება რადას შენობის წინ მყოფი დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა.

ანტიკორუფციული სასამართლოს კანონპროექტზე პეტრო პოროშენკოს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ წერილს ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი თქმით, პროტესტმა ერთგვარი შედეგი გამოიღო, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ეს ნაბიჯი დროის გაყვანის მიზნით გადადგა.

„პარლამენტს ეშინია, მეტ-ნაკლებად ანგარიშს უწევს ხალხს და პროტესტს, პრეზიდენტს არ უნდა, რომ მარტო აღმოჩნდეს, ამიტომ ის მანევრირებს დღეს. შესთავაზა შეიქმნას რამდენიმე სამუშაო ჯგუფი და კომისია, ქვეტექსტი არის იმაში, რომ შეიქმნას არა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სასამართლო, არამედ შეიქმნას პალატა, რომ მასაც გააკონტროლებს ისევ პრეზიდენტის ხალხი, ეს არის დროის მოგების, მოტყუების მცდელობა,“ - განაცხადა "ახალი ძალების მოძრაობის" წევრმა, დავით საყვარელიძემ.

ოპოზიციის წევრები მოსახლეობას კვირას დაგეგმილ მარშზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

„ყველა უნდა გამოვიდეთ მარშზე და რადას მივაღებინოთ ის კანონები, რაც მოგვცემს იმის გარანტიას რომ, მომავალში აღარ გაჩნდებიან ახალი პოროშენკოები და იანუკოვიჩები, ისეთები, ვინც ჩვენს ქვეყანას აღატაკებს. იმპიჩმენტის შესახებ კანონი კი, იმისთვის არის საჭირო, რომ ყველა ხელისუფალს ესმოდეს - ძალაუფლება მუდმივი არ არის, ის ხალხს ეკუთვნის. ხელისუფლება კი ვალდებულია, კონსტიტუცია და მოსახლეობის უფლებები დაიცვას. წინაამდეგ შემთხევაში, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ხალხს ყოველთვის ექნება მათი შეცვლის კანონიერი ბერკეტი,“ - განაცხადა უკრაინის პარლამენტის წევრმა, ვოლოდიმერ პოროსიუკიმ.

უკრაინის ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოში უკრაინაში აზერბაიჯანის გაერთიანებული დიასპორის ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერის გამო, უკრაინის სპეცსამსახურების მხრიდან ზეწოლას განიცდის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები