20 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
გაყალბების შესაძლო ფაქტები არჩევნებზე - "ენმ" გამოძიებისთვის მთავარ პროკურატურას მიმართავს

„ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე რეაგირებას მთავარ პროკურატურას სთხოვს. საჩივარი 35 თანდართული ვიდეო ფაილით უკვე საგამოძიებო უწყებაშია.

ოპოზიციურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ პროკურატურა პარტიული გავლენისგან უნდა გათავისუფლდეს და სისხლის სამართლის დარღვევის ის ფაქტები გამოავლინოს, რაც 21 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მოხდა.

"ნაციონალურ მოძრაობაში" სპეციალური ჯგუფი უკვე მესამე კვირაა სწავლობს, საარჩევნო უბნებზე გაყალბებისა და დარღვევის ფაქტებს. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებს მმართველი პარტია. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ არჩევნებზე სისტემური დარღვევები არ ყოფილა. ამის დასადასტურებლად თამარ ჩუგოშვილს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები მოჰყავს.

კიდევ ერთი სისტემური დარღვევა, რაზეც "ნაციონალური მოძრაობა" თავის საჩივრებში მიუთითებს "ქართული ოცნების" კოორდინატორების მხრიდან უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა და სამაგიდო სიებიდან პირადი მონაცემების ჩაწერაა.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ დღეს საჩივარი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ოფისშიც შეიტანა. "ნაციონალური მოძრაობა" იმის დადგენას ითხოვს, მოხდა თუ არა 21 ოქტომბერის არჩევნებზე პერსონალური მონაცემების დამუშავება. თამარ ქალდანის ოფისს დოკუმენტების შესწავლისთვის 3 თვიანი ვადა აქვს.

დღის ამბები