ამ წუთებში გურიაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები ხელისუფლებას კონკრეტულ მოთხოვნას უყენებენ, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაუმორჩილებლობისთვის ემზადებიან.
მათი თქმით, მეორე ტურის წინ „ქართული ოცნება“ კონკურენტების ჩამოსაშორებლად მუქარას, ძალადობასა და შანტაჟს მიმართავს. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ მანიფესტსაც მოაწერეს ხელი, რომელიც პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაეგზავნება.
შარაშენიძის მხარდამჭერები სწორედ მუქარას უკავშირებენ საარჩევნო შტაბის წარმომადგენელის გაუჩინარებას. გიორგი როყვას მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
ავტორი: სოფო ჭულუხაძე.