20 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ევროკავშირი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის სამხედროების უკანონო ყოფნასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს

ევროკავშირი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის სამხედროების უკანონო ყოფნასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს მოჰყვა, სახელწოდებით "კონფლიქტი საქართველოში." განცხადებაში ასევე საუბარია ადამიანის უფლებების უკიდურეს შეზღუდვაზე, მათ შორის განათლების უფლების შეზღუდვა კონფლიქტის ზონებში.

განცხადებაში ხაზგასმულია ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებაც, რომელსაც ევროკავშირი გმობს. ევროკავშირის განცხადებას შეფასებები უკვე მოჰყვა.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებულ პრობლემას დიდ ყურადღებას უთმობს და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ანგარიშთან დაკავშირებით ჯერ კომენტარს ვერ გავაკეთებ.  გენერალური მდივნის ანგარიშს უნდა გავეცნო.  მოგეხსენებათ რამხელა ყურადღებას ვუთმობთ საქართველოში არსებული კონფლიქტების პრობლემას და ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ,“-განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

ქართულ მხარეს ევროსაბჭოში კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას წარმოადგენდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. დავით ზალკალიანის თქმით მან სიტყვით გამოსვლისას მთავარი აქცენტი გააკეთა ე.წ. უკანონო საბაჟო პუნქტების ამოქმედებასთან დაკავშირებით.

„ჩემს გამოსვლაში მე დავაყენე საკითხი ბოლო დროს ე.წ. საბაჟო პუნქტების დაფუძნების შესახებ არც არის საერთაშორისო სამართლის ნორმების ფუნდამენტური დარღვევა და მოვუწოდე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ამაზე იყოს მკაცრი რეაგირება,“-განაცხადა დავით ზალკანიანმა. 

 

დღის ამბები