20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
საპროტესტო აქცია დიღომში - „ბაო სტარის“ წარმომადგენლები სამშენებლო ნებართვის შეჩერებას აპროტესტებენ

დიღომში საამშენებლო კომპანია „ბაო სტარის“ თანამშრომლებმა და მობინადრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელმაც აღნიშნულ კომპანიას სამშენებლო ნებართვა შეუჩერა.

მოსარჩელე მხარე თბილისის დინამოა, რომელმაც სავადო საამშენებლო ნებართვის გაცემის გამო თბილისის მერიას უჩივლა.

სამშენებლო კომპანია და მობინადრეები მშენებლობის გაგრძელებას ითხოვენ. საფეხბურთო კლუბში კი განმარტავენ, რომ მერიამ ალტერნატიული ტერიტორია უნდა მოიძიოს. თავად მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

დღის ამბები