18 ნოემბერი 2024,   09:37
ვრცლად
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით ომბუდსმენის კანდიდატების ვინაობა მომავალ კვირას დასახელდება

ომბუდსმენობის კანდიდატების ვინაობა სავარაუდოდ მომავალი კვირისთვის გახდება ცნობილი. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ  სახალხო დამცველი  ღია და გამჭვირვალე კონკურსის შედეგად შეირჩევა. ირაკლი კობახიძის თქმით ამ თემაზე „ქართულ ოცნებას" წინასწარი კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა ამ ეტაპზე პარლამენტის თავმჯდომარე სავარაუდო კანდიდატების დასახელებისგან თავს იკავებს.

„კრიტერიუმები იქნება რა თქმა უნდა ობიექტური. ჩვენ უნდა შევარჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის ზედამხედველობას. ეს არის რა თქმა უნდა მიუკერძოებლობა. მათ შორის პოლიტიკური მიუკერძოებლობა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები