20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
არასაპარლამენტო ოპოზიციაში საპრეზიდენტო არჩევნებში ერთიანი კანდიდატის დასახელებას არ გამორიცხავენ

„მე პრეზიდენტობის სურვილი კი არ მაქვს, მე მაქვს საქმის კეთების სურვილი და ვიცი, რომ ჩემზე უკეთესად ამას, პრინციპში, ნაკლებად თუ ვინმე გააკეთებს,“ - ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთა.

ნინო ბურჯანაძემ არ გამორიცხა, რომ არასაპარალამენტო ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატის შესახებაც იმსჯელოს.

„ეს ალბათ, ვერ იქნება ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ დასახელებული კანდიდატი, მაგრამ შეიძლება ასეთი კონსულტაციებიც გაიმართოს. ჩემთვის მთავარია არა თანამდებობა, არამედ ის, რომ მე ვიყო დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ქვეყანა გამოვა იმ ჭაობიდან და ჩიხიდან, რომელშიც ახლა არის,"-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში უკვე ალაპარაკდნენ ერთიან კანდიდატზე, რომელმაც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში, შესაძლოა, ოპოზიციის სახელით იბრძოლოს.

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

„მე 25 წელია, მზად ვარ ვიბრძოლო პრეზიდენტობისთვის. ამისთვისაც ვიბრძვი. მაგრამ მებრძოლს სჭირდება კარგი თანამებრძოლები, ამ შემთხვევაში, ამომრჩევლის სახით. მე არ ვიცი ახლა რამდენად, ამომრჩეველი მიაფურთხებს 15 ლარს და ხმას მისცემს საკუთარი სინდისის კარნახით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები