20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
პრეზიდენტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობა მიიღო. აღნიშნულ ფორუმზე საქართველო სპეციალური სტუმარი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე და რეგიონული ეკონომიკური პროექტებზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს როლზე ისაუბრა.

„პრეზიდენტმა ისაუბრა, რომ საქართველოს დაცულობის, საქართველოს სტაბილურობის და უსაფრთხოების გარეშე, ვერ შედგება ვერც რეგიონალური უსაფრთხოება და ვერც ის ტრანსკონტინენტური პროექტები, რომლებზეც ასევე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ევროპული ეკონომიკა და აზიური ქვეყნების ბაზრები,“ - განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.  

დღის ამბები