20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ხარაგაულში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტის შესწავლა დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინესპექციამ უკევ დაიწყო ხარაგაულში მომხდარი ინციდენტის შესწავლა. სწორედ გენ ინსპექციამ უნდა გაარკვიოს, გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას პოლიციელებმა და მოახდინეს თუ არა ზეწოლა 28 წლის მამაკაცზე, რომელომაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველების განმარტებით, პარალელურად გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

ხარაგაულში გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრების განცხადებით, ბოლო პერიოდში მასზე ზეწოლას სწორედ პოლიცია ახორციელებდა. დაკითხვაზე ის რამდენჯერმე დაიბარეს მამასთან და ძმასთან ერთად.

როგორ ოჯახის წევრები ამბობენ, სამართალდამცველები მას თანამშრომლობას აიძულებდნენ, რაზეც გარდაცვლილი უარს ამბობდა. ნათესავების თქმით, მამაკაცმა სუიციდი ერთი კვირის წინაც სცადა, რაშიც მას ხელი შეუშალეს.

გარდაცვლილი ჯართის შეგროვებით იყო დაკავებული და პოლიციაში დაბარებაც სავარაუდოდ, მის საქმიანობას უკავშირდებოდა.

დღის ამბები