20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
დასარგავი მილიონი ხე, "პანორამა თბილისი" - დავით ნარმანიას სამწლიანი მუშაობის შედეგები

დავით ნარმანია თბილისის მერად ყოფნის სამწლიან მუშაობას რამდენიმე დღეში ასრულებს. ამ პერიოდის განმავლობაში, თბილისის მერი ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ქრთამის აღებისა და კორუფციული გარიგებების ბრალდებით, მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნების დაკავებამ დავით ნარმანიას მერობის პერიოდში სისტემატიური ხასიათი მიიღო.

სწორედ ამის გამო, ოპოზიციამ თბილისის მერის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგში არა ერთხელ დააყენა. დავით ნარმანიას ოპონენტები ხშირად ახსენებენ მილიონი ხის დარგვის დაპირების შეუსრულებლობას.

თბილისის მერის საკრებულოში მისვლას თითქმის არასდროს ჩაუვლია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გარეშე. დავით ნარმანიას მერობას უკავშირდება პროექტ „პანორამა თბილისის“ დამტკიცებაც, რომლის ირგვლივაც პროტესტი არ წყდებოდა.

მას ოპონენტები ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სასარგებლოდ გადაწყვეტილებების მიღებაში ადანაშაულებდნენ.

დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის ბოლო სხდომა გამართა და მის დროს განხორცილებული პროექტებით თავი კიდევ ერთხელ მოიწონა.

ჯერ კიდევ მოქმედი მერი ამბობს, რომ მერია ერთ-ერთი უწყება იყო, რომელმაც ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკით 30 მილიონ ლარზე მეტი დაზოგა. 

დღის ამბები