20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
„ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერი“ - მიწები ივანიშვილის დაფუძნებულ ფონდს და „სილქ როუდ ჯგუფს“ გადაეცემა

ბათუმში „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად „სილქ თაუერი“ აშენდება. „სილქ როუდ ჯგუფის“ პარტნიორი კი, თანაინვესტირების ფონდი გახდა, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. ახალი პროექტის გამო, კომპანიას ბათუმში ახალ მიწებს მისცემენ. 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ, იახტლკუბი კი 25 წლიანი იჯარით სიმბოლურ თანხად - ერთ ლარად გადაეცემა.

ბათუმის საკრებულომ მოთხოვნაზე დადებითი გადაწყვეტილება უკვე მიიღო, რასაც ოპოზიცია მწვავედ აპროტესტებს.

იახტკლუბის კეთილმოწყობასთან ერთად, პროექტი დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროს, კაზინოს, გასართობი ცენტრის და კონგრესცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპანიის წინასწარი გათვლით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 250 მილიონ აშშ დოლარი იქნება.

„სილქროუდ გრუპში“ განმარტავენ, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, ქართულ კომპანიაში ინვესტირება აღარ მოისურვა.

ბათუმში „ტრაპმთაუერის“ მშენებლობა 2012 წელს დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტისას დაიგეგმა. ტრამპის კომპანიამ საინვესტიციო პროექტი 2016 წელს შეწყვიტა.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

დღის ამბები