20 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ბეგლარ სიორიძე VS კოტე შარაშენიძე - შარაშენიძის მომხრეები დამარცხების შემთხვევაში აქციებს აანონსებენ

ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მისი კონკურენტი და მხარდამჭერები საპროტესტო ტალღას აანონსებენ. გამაფრთხილებელ აქციასა და საპროტესტო მსვლელობაში დღეს დამოკიდებელი კანდიდატიც მონაწილეობდა.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერები წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე ზეწოლის, მუქარისა და მოსყიდვის შემთხვევებს აპროტესტებდნენ. ისინი ამბობენ, რომ მოქმედი მერი, რომელიც კენჭს კიდევ ერთხელ იყრის, თანამდებობას არ იმსახურებს.

ქალაქის ცენტრამდე აქციის მონაწილეები მანიფესტაციით მივიდნენ. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას მხარდაჭერას სთხოვდნენ.

კოტე შარაშენიძემ 28 საარჩევნო ოლქიდან მოქმედი მერი 22-ში დაამარცხა. ბეგლარ სიორიძემ დამოუკიდებელ კანდიდატს მხოლოდ 1 პროცენტით აჯობა. დღეს შარაშენიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს, ოზურგეთელების ნებას პატივი სცენ და სიორიძე არჩევნებიდან მოხსნან.

დალაპარაკებას კოტე შარაშენიძესა და მის მხარდამჭერებთან არავინ აპირებს. ბეგლარ სიორიძის საარჩევნო შტაბში ჟურნალისტების კითხვებსაც არ პასუხობენ.

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე.

დღის ამბები