20 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ვინ იქნება ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი აირჩევს - კულუარებში სავარაუდო კანდიდატები სახელდება

ვინ იქნება ბოლო პრეზიდენტი, რომელსაც ხალხი აირჩევს - კულუარებში რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი უკვე სახელდება, მათ შორის, მთავრობის ორი მოქმედი წევრია - ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ კანდიდატზე შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის. მათი აზრით, ქვეყნის მომავალი პირველი პირი გაწონასწორებული, პატრიოტი და საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება უნდა იყოს.

„კურიერი“ დაინტერესდა, იქნებიან თუ არა ყოფილი პრემიერები - ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატები. თემურ ჭკუასელმა ივანიშვილის საპრეზიდენტო მარათონში ჩართვა გამორიცხა. „ქართულ ოცნებაში“ ასევე არ დაადასტურეს კონსულტაციები ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო, საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებაზე.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება შეცდომა იყო.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას საპარლამენტო ოპოზიცია გეგმავს. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ კონკრეტულ გვარებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა მათ უახლოეს პერიოდში დაასახელებენ.

არ არის გამორიცხული, ლიდერთა საბჭომ საერთო კანდიდატის დასახელებისთვის კონსულტაციები გამართოს.

რიგით მეხუთე პრეზიდენტი ბოლო იქნება, ვინც ქვეყანაში პირდაპირი წესით აირჩევა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები