ორი დღის განმავლობაში მეორე ქართველი მებრძოლი დაშავდა უკრაინაში, ქართველთა ბატალიონის მეთაური აცხადებს, რომ კიდევ ერთი ქართველი შეტაკებების შედეგად შოკურ მდგომარეობაშია. რაც შეეხება გუშინ დაჭრილი სამხედროს, რამინ იზორიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ქართველთა ბატალიონის მეთაურის განმარტებით, ოპერაციის შემდეგ დაშავებული კონტაქტური გახდა და უკვე ოჯახს დაუკავშირდა. მამუკა მამულაშვილის განცხადებით, დონეცკთან შეტაკებები კვლავ გრძლედბა.
ქართველები ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, ბატალიონის წევრი მძიმედ გუშინ დაიჭრა, მამულაშვილის განმარტებით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთის ძალები შეტევის განხორციელებას შეეცადნენ.