20 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
28 წლის მამაკაცის თვითმკვლელობა ხარაგაულში - ოპოზიცია შსს-ს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს 

ოპოზიცია ხარაგაულში 28 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის დაფარვაში ადანაშაულებს.

„ევროპულ საქართველოში“ განმარტავენ, რომ ფაქტის გარშემო არსებული კითხვები სამართალდამცველების მიმართ უნდობლობას იწვევს.

„საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ არსებობს დანაშაული, ამას აძლიერებს ისიც, რომ რეალურად გამოძიება არ ხდება და პირიქით, ხდება ხელის დაფარება. ნდობა სამართალდამცავების მიმართ არის ძალიან სერიოზული სახელმწიფოებრივი ფაქტორი, რაც შეიძლება იყოს და ამ ნდობას ისინი კარგავენ,“ - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

„ნაციონლური მოძრაობის“ წევრთა თქმით კი, ძალოვანი უწყება ქვეყანაში დემოკრატიულ სტანდარტებს სულ უფრო შორდება.

“სამწუხაროდ, შს სამინისტროს მოქმედების სტანდარტი დაუახლოვდა შევარდნაძის პერიოდში არსებულ სტანდარტს, სადაც მოქალაქის პირველი მტერი სამწუხაროდ, იყო სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი. შს სამინისტრო აშკარად გასცდა იმ დასაშვებ ზღვარს, რომელიც უნდა ახასიათებდეს დემოკრატიული სახელმწიფოს ძალოვან სტრუქტურას,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა კოტე იოსელიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები