გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პოლონეთის სეიმის მარშალს შეხვდა. მხარეებმა პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და ევროინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ ნატოში, ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მარეკ კუხჩინსკის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.