საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე ზვიად გამსახურდიას ოჯახი მთავარი პროკურატურისგან საქმის მასალებს ამ დრომდე ელოდება.
ადვოკატის განმარტებით, ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და დოკუმენტების მიღების შემდეგ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.
შეგახსენებთ, კონსტანტინე გამსახურდია პროკურატურამ დაზარალებულად ერთი თვის წინ ცნო. დადგენილებაში განმარტებულია, რომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანიდან მკვლელობის მუხლით 2015 წელს გადაკვალიფიცირდა.