20 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
საბავშვო ბაღების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება - ლევან ხაბეიშვილი ბაღების სააგენტოს საქმის გამოძიებას ითხოვს 

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ანტიკორუფციულ სამსახურს ბაღების სააგენტოს საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართავს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უწყება მოკვლევის დაწყებას მხოლოდ მაჟორიტართა ბიუროებში ნათესავების დასაქმების საქმეზე გეგმავს.

"ენმ"-ის წევრი ამბობს, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პარტიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაზე გამოძიება “ქართული ოცნების“ მხრიდან არსებული დარღვევების გამო არ იწყება.

„ბიუროებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე ანტიკორუფციულმა სამსახურმა დაიწყო გამოძიება. სამწუხაროდ, თორდინავასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე რეაგირება არ ჰქონია. ვგულისხმობთ, როდესაც თორდინავას სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულზე ინფორმაცია ჰქონდა და მას რეაგირება არ მოუხდენია. ანუ, გარდაცვლილი რომ აწერდა ხელს რამდენიმე თვის განმავლობაში დოკუმენტაციაზე. ამიტომ, დღეს მივმართავთ ანტიკორუფციულ ბიუროს უკვე დოკუმენტაციებით, შესაბამისი მტკიცებულებებით და მოვითხოვთ ამ საქმის გამოძიებას,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები