20 ნოემბერი 2024,   19:16
ვრცლად
ვიეტნამში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ოფიციალური შეხვედრა არ იგეგმება - თეთრი სახლი

ვიეტნამში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ოფიციალური შეხვედრა არ იგეგმება -  განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა.

სარა სანდერსის თქმით, პრეზიდენტთა გრაფიკი ერთმანეთს არ ემთხვევა, ამიტომ მოლაპარაკებები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სანდერსმა არ გამორიცხა, რომ სამიტის ფარგლებში, პრეზიდენტებმა ერთმანეთთან გასაუბრება შეძლონ.

ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის განცხადებით კი, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვლადიმერ პუტინისა და ტრამპის პირისპირ შეხვედრის დასაგეგმად მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება.

ორივე ლიდერი უკვე ვიეტნამშია, სადაც აპეკის ორ დღიანი სამიტი გაიხსნა.

დღის ამბები