რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეერთებული შტატები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობაში დაადანაშაულა. განცხადება პუტინმა ვიეტნამში გამგზავრებამდე გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დოპინგის სკანდალი ამერიკელებმა მოსკოვის წინააღმდეგ შეთქმულების მოსაწყობად მოიგონეს და ეს იყო მათი პასუხი, რუსეთის წარმოსახვით ჩარევაზე ამერიკის არჩევნებში.
გუშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოთხ რუს მოთხილამურეს დოპინგის მოხმარებისთვის თამაშებში მონაწილეობა სამუდამოდ აუკრძალა.