უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 34 მოსამართლის უვადოდოდ დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა. თუმცა მანამდე, სამუშაო დღის ბოლოს ნინო გვენეტაძე 34 მოსამართლეს პირისპირ შეხვდა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, ნინო გვენეტაძემ ბრძანებაზე ხელის არ მოწერის მიზეზად, ბუნდოვანი საკანონმდებლო რეგულაცია დაასახელა. კერძოდ, უცნობია, რა ბედი ეწევათ მოსამართლეებს, რომელთა უვადო გამწესებასაც საბჭომ ხელი არ მოაწერა და მათ სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ეწურებათ.
გვრიტიშვილის თქმით, საბჭოს წევრებმა გვენეტაძეს განუმარტეს, რომ ზემოაღნიშნული ორი საკითხი ურთიერთ კავშირში არ იყო, რის შემდეგაც გვენეტაძემ ბრძანებაზე ხელის მოწერის გადაწყვეტილება მიიღო.
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა კითხვები, რომ ვინც ვერ გადაინიშნა 2017 წლის 20 ოქტომბერს, მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ გამწესებული უვადოდ, მათთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებები უნდა ყოფილიყო საბჭოს მიერ. ჩვენ კენჭისყრის დღესაც, შემდგომშიც ხელმოწერამდე ამ გადაწყვეტილებების, ქალბატონ ნინოს ვარწმუნებდით, რომ ეს საკითხი კავშირში არ იყო გადაწყვეტილებების ხელმოწერასთან, თუმცა მას თავისი მოსაზრება ჰქონდა,“ - განაცხადა გვრიტიშვილმა.